|
2017-02-16 17:12:40, 1190 ნახვა
საზოგადოება
სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მჭიდრო კავშირებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენთვის სამწუხაროა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო ყველა საშუალებით დაეხმარება საქართველოს ალიანსის წევრი გახდეს. ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დღემდე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)