|
2017-02-16 16:43:57, 975 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ დღეს პროზაიკოსი და ტელეჟურნალისტი, ეკატერინე ტოგონიძე ესტუმრა და ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდა. სტუმარი ახალგაზრდებს წიგნის მნიშვნელობისა და საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა; განიხილეს რამდენიმე საინტერესო მოთხრობა და მათი პერსონაჟები. ეკატერინე ტოგონიძე ლიტერატურული პრემია „საბა 2012“-ის ლაურეატია; მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, 2010 წლიდან, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველო ამ თარიღს უკვე მეორედ აღნიშნავს. მისი მიზანი წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. იუსტიციის სამინისტრო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. ამ კუთხით აღსანიშნავია ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - „წიგნის კლუბი“, რომელშიც ჩართულნი არიან 14-18 წლის მოზარდები. „წიგნის კლუბის“ ფარგლებში მოზარდები ეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს, განიხილავენ მათ ავტორებსა და პერსონაჟებს. პროექტი „წიგნის კლუბი“ თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებშიც მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)