|
2017-02-16 11:43:00, 1120 ნახვა
საზოგადოება
დედა სიდონია აცხადებს, რომ მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან
დედა სიდონიას განცხადებით, მას ემუქრებიან და მუქარის შემცველი წერილი პირადადაც მიუვიდა, - ამის შესახებ დედა სიდონიამ გუშინ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მან პირდაპირ ეთერში წერილი წაიკითხა: „ხომ არ ფიქრობთ რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? რუსთავი 2-ის ეთერში. ტელევიზია, რომელიც ..(რუსთავი 2-ის ლანძღვა) ... შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრობდა, რომ არ უნდა განსაჯო და, პირიქით, რომ ვაი უბედურო საქართველო საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო, რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში,“ - წერია დედა სიდონიას მიერ მიღებულ წერილში. დედა სიდონია აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. დედა სიდონიას თქმით, მან ემოციური განცხადებები დეკანოზ გიორგი მამალაძის გაურკვეველ ვითარებაში დაკავების გამო გააკეთა. "რომ არა მამა გიორგის გაურკველ გარემოებაში დაკავება, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, მე საერთოდ მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან ეკლესიის პრობლემებში სამართალდამცველები არიან ჩარეულნი, მივმართავ სამართალდამცველებს ჩემი დაცვის გარანტიისთვის”, - განაცხადა დედა სიდონიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)