|
2017-02-16 11:33:35, 1103 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ივანე ჯავახიშვილის 1921 წლის 16 თებერვლის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ივანე ჯავახიშვილის 1921 წლის 16 თებერვლის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ, სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს", - ამონარიდი 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტისადმი თსუ-ის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წერილიდან. წერილს ახლავს ივანე ჯავახიშვილისა და საბჭოს მდივნის, აკაკი შანიძის ხელმოწერები. რუსული ბოლშევიკური მე-11 არმიის შემოჭრა საქართველოში 11/12 თებერვლის ღამეს სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან დაიწყო. "კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)