|
2017-02-16 10:22:10, 1098 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში ელოდებიან
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. ნიკა გვარამიას მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. თავად მოსამართლე დაკითხვის პროცესში არ ერევა და დაკითხვის პროცესს მთლიანად გამომძიებელი წარმართავს. მიზეზი რის გამოც ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა დაკითხვის ეს ფორმა აირჩიეს არის ის, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ საგამოძიებო ორგანოებს. როგორც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ დადგა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ დაკითხვის საკითხი, რადგან მისივე თქმით, პირველი გამოკითხვის დროს ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიებას, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დღევანდელ დაკითხვაზე ცნობილი გახდება ის დამატებითი კითხვები, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვა გადაწყვიტა. "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე ელოდებიან. გამოკითხვის პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ნიკა გვარამიას ადვოკატი და მოსამართლე დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)