|
2017-02-15 23:47:46, 1566 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია: ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილს არ აქვს გავლენა
ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენას [თეთრუაშვილს] არ აქვს გავლენა, - ამის შესახებ მამა ანდრიამ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისი განცხადებით, მამა შალვამ პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრეს ცილი დასწამა. მისივე თქმით, "თითქოს დაკვეთილ საკითხებზე პასუხებს ვღებულობთ იმის ნაცვლად, რომ სიმართლე ვთქვათ". როგორც მან აღნიშნა, რომ მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს ძალიან ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ემორჩილება. ის აღნიშნავს, რომ სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ და არცერთი სასულიერო პირისგან დახმარება არ მიუღიათ. ბოლოს კი მათ შორენა თეთრუაშვილთან მოუწიათ შეხვედრა, სადაც მდივან-რეფერანტმა საკუთარი ძალაუფლების შესახებ აცნობა. „მე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ვიმეორებ - ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,“ - აცხადებს მამა ანდრია. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა შალვა მამა გიორგი ზვიადაძის სულიერი შვილია და მის სურვილებს ზედმიწევნით ასრულებს. „შესაძლოა ეკლესიის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მამა გიორგის სახელით საუბრობს... სასულიერო პირზე არ მომერიდება ხელქვეითი ვთქვა, როდესაც თვით ეპისკოპოსზე ასეთ სიცრუეს და ცილისწამებას ამბობს,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)