|
2017-02-15 23:04:44, 1435 ნახვა
საზოგადოება
მამა შალვა კეკელიძე: მეუფე პეტრეს გუშინდელი გამოსვლა ეკლესიის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა
მეუფე პეტრეს გუშინდელი გამოსვლა ეძღვნებოდა ეკლესიის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, "ეკლესია ყველაფრისგან თავისუფალია, ეკლესია თვითონ თავისუფლებაა". მისივე განცხადებით, საპატრიარქო არის სახელმწიფოს ნაწილი და ჩვეულებრივად, სახელმწიფო რაღაც დონეზე ერევა ჩვენს საქმეებში, ასევე ეკლესიაც სახელმწიფო საქმეებში ერევა. მამა შალვა ამბობს, რომ ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედვას იმაში, რომ შეამოწმონ ნებისმიერი ეპისკოპოსის ქონება. მისივე განცხადებით, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის შოკისმომგვრელი იყო. „მეუფე პეტრეს თქმით, გამოდიოდა ისე, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თურმე არ აქვს ხედვა, ის ვერ ხედავს საქართველოში პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ მან ეს პატრიარქის წინააღმდეგ გააკეთა... მეუფე პეტრე ადანაშაულებს ეპისკოპოსებს, ყველას გვადანაშაულებს, მეც პირადად მადანაშაულებს, რომ თურმე ჩვენ ვართ ადამიანის ზემოქმედების ქვეშ. ანუ ქრისტეს წინააღმდეგ მივდივართ პრინციპში,“ - აღნიშნა მამა შალვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)