|
2017-02-15 22:46:18, 1197 ნახვა
საზოგადოება
მამა თეოდორე: მე ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ ვერ ვხედავ, სად არის სიმართლე
მე ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სად არის სიმართლე, რა თქმა უნდა, ესეც ინტელექტუალურ შოკს იწვეევს, - ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობაზე წვდომა არ აქვს და შესაბამისად, ამ ფაქტების შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყო. ის საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, როგორიცაა ვერსიები შესაძლო მოწამვლის ან საპატრიარქოს კულისებში მიმდინარე პროცესებზე. „ეს არის ყველაზე საშინელი, რაც ხდება, რომ ვიღაცამ ეს პრობლემა არ გადაიტანოს, არ იფიქროს, რომ ეს არის ეკლესიის პრობლემა. ეს არ არის ეკლესიის პრობლემა,“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძე. როგორც "რუსთვი 2"-ის პირდაპირ ეთერში მამა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად კრების მოწვევასაც არ გამორიცხავს. „ჩვენ რომ უფრო მეტად ღია გავხდეთ და, რა თქმა უნდა, კრება ამას ხელს შეუწყობს, მაშინ პრობლემები მოგვარდება“- აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)