|
2017-02-15 19:05:47, 1196 ნახვა
საზოგადოება
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასაპტიმრო სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა მხოლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება. აღნიშნულ ნოვაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. „ერთი მხრივ, ამით მსჯავრდებულს გავაკონტროლებთ, მეორე მხრივ, მას საშუალებას მივცემთ არ მოწყდეს საკუთარ ოჯახს ისე მოიხადოს სასჯელი. არსებობს მთელი რიგი დანაშაულებისა, როცა აუცილებელი არ არის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვაკონტროლოთ კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში და ასევე იმაზე, რომ განიტვირთოს ციხეები. ამის მიზანია პირის გარემოსთან მეტად ინტეგრირება“, - აცხადებს მინისტრი. გარდა ამისა, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს საშუალება მიეცემა საპატიმრო სასჯელი პირს, განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. ამ შემთხვევაშიც, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით აღსრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)