|
2017-02-15 19:03:20, 1124 ნახვა
საზოგადოება
უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციები იხვეწება
უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციები იხვეწება მსჯავრდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა სხვა სახის სასჯელით შეიძლება შეეცვალოს თუ მან ფაქტობრივად მოიხადა პატიმრობის 20 წელი. ამ საკითხზე სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. „დადგენილია ვადები, როდესაც უვადო მსჯავრდებულს შეიძლება დაუდგინდეს სასჯელი - 20 წელი. ამავდროულად, აქამდე, არ არსებობდა ქმედითი მექანიზმი ამის აღსასრულებლად. არ იყო განსაზღვრული ინსტანცია, რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად განსაზღვროს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს სასჯელის შეცვლა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინსტანცია არის სასამართლო. ამიტომაც, ახალი რეგულაციებით უვადოდ მსჯავრდებულებს ვაძლევთ საშუალებას, მიმართონ სასამართლოს სასჯელის ვადის განსაზღვრის მოთხოვნით და სასამართლო განიხილავს საქმეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობით“, - განაცხადა მინისტრმა. უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის საკითხის სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნება უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)