|
2017-02-15 18:35:12, 1133 ნახვა
საზოგადოება
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება
სასჯელაღსრულების სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება, რომელშიც მსჯავრდებულები გათავისუფლებისთვის მომზადდებიან. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის მიზნებსა და უპირატესობებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, უწყება უზრუნველყოფს მსაჯვრდებულისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ასევე, ზრუნავს იმაზე, რომ გათავისუფლების შემდეგ, პირმა მარტივად შეძლოს გარემოსთან ადაპტაცია. „ჩვენთვის პატიმართა რესოციალიზაცია პრიორიტეტულია. ამ მხრივ, მსჯავრდებულებს მრავალფეროვან პროგრამებს ვთავაზობთ. ადამიანს გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავის, ოჯახის შენახვის საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა შეეგუოს გარე სამყაროს ისე, რომ კანონთან კონფლიქტში აღარ მოვიდეს. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირს, ციხეში მრავალი წლის გატარება უწევს და რეალურად, სულ სხვა გარემოში თავისუფლდება. გარესამყაროსთან ადაპტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, საჭიროა სხვადასხვა სახის პროგრამა“, - განაცხადა მინისტრმა. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბალი რისკის პატიმრები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. მათ საშუალება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება, მოიგვარონ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე, დასაქმდნენ და სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან მუშაობის მიზნით, სამუშაო დღეებშიც გავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)