|
2017-02-15 13:42:55, 1284 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია: აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს შემოწმების უფლებამოსილება არ აქვს
„აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი, საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსების თუ სხვა მატერიალური რესურსების ხარჯვა შეამოწმოს“, - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ლომჯარია მედიაში გავრცელებულ წერილს, რომელიც, სავარაუდოდ, მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა. მისი თქმით, თუ საპატრიარქო აუდიტის სამსახურს ოფიციალურად მიმართავს, მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საპატრიარქო მათ ოფიციალურად მიმართავს, შესწავლის პროცესში აუდიტის სამსახურს არ ექნება კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება ხელმძღვანელობა. „აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსების თუ სხვა მატერიალური რესურსების ხარჯვა. თუკი იქნება საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური მომართვა, რომ მათ დავეხმაროთ გარკვეული ქონების აღწერაში თუ სხვა ფინანსური პრობლემების გარკვევაში, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ გავუწიოთ მათ დახმარება. საპატრიარქოსთვის გადაცემულ საჯარო რესურსებზე საკანონმდებლო რეგულაციები არ ვრცელდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)