|
2017-02-14 17:34:06, 1219 ნახვა
საზოგადოება
თხილვანას მოსახლეობა ეკომიგრანტთა განსახლების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
სამთავრობო კომისიასა და თხილვანის მოსახლეობას შორის მოლაპარაკება შედგა. ერთთვიანი მოლაპარაკებების პროცესში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პირადად იყო ჩართული. ეკომიგრანტთა განსახლების სახელმწიფო პროგრამაში 90-ზე მეტი ოჯახი ჩაერთო. მათი უმრავლესობა 25 ათას ლარიან კომპენსაციას მიიღებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით დარჩენილ 5 ოჯახთან მოლაპარაკება დღეს შედგა. ისინი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებიან ეკომიგრანტთა საერთო ბაზაში. ეკომიგრანტებზე კომპენსაციების გაცემა მარტის ბოლოს დაიწყება. პირველ ეტაპზე მოხდება მათი განსახლება, ვისაც სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ და მდინარის პირას მდებარე ოჯახებისა. ,,მე პირადად ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ მივედით თითოეულ ოჯახთან და ინდივიდუალურად შევისწავლეთ მათი მდგომარეობა. მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. მოხდება ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა. საშიშროება შეექმნა 90-ზე მეტ ოჯახს. თხილვანელების უსაფრთხო ადგილზე განსახლების პრობლემა არსებული სახელმწიფო პროგრამების დახმარებით გადაიჭრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)