01:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 17:02:33, 1351 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტები 574 978 ლარით დააფინანსა

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემების მოგვარებას. გამგეობამ, ამ ეტაპზე, ამხანაგობებში განსახორციელებელი 51 პროექტი 574 978 ლარით დააფინანსა.

ხელშეკრულებები 306 000 ლარზე უკვე დადებულია და ამ დროისთვის, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში,  ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაო 10 ობიექტზეა დაწყებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, სახურავებისა და ლიფტების შეკეთება მიმდინარეობს.

ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-10 რიცხვის ჩათვლით,  განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს.

განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები;

ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა; 

დეფექტური აქტი;

დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი); 

მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა;

ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია) 

ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics