|
2017-02-14 16:55:18, 1280 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს ვაგონებში ორენოვანი რუკები განთავსდა
მგზავრთა მეტი კომფორტისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება. "პროექტის მიზანი, ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. თბილისის მეტროს რუკა ორენოვანია, რუკაზე მეტროს სამარშრუტო სქემასთან ერთად დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების განთავსება მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება. მის შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ჟიური დაკომპლექტდა ურბანისტებითა და არქიტექტორებით, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ და ,,ურბანული ლაბორატორიის“ წარმომადგენლებით. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. ჟიურის წევრებმა არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს. მისი ნამუშევარი გამორჩეულია დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით",-აცხადებენ მერიაში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი“ და შვედეთის მთავრობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მადლობას უხდის ორგანიზაცია „ორბელიანს“, „ურბანულ ლაბორატორიასა“ და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)