01:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:54:29, 1165 ნახვა

საზოგადოება
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი: საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებია

მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებია.

„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ“, - განაცხადა ჩაპლინმა.

ამასთან, ჩაპლინის თქმით, ილია მეორე თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.

„პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“, - აღნიშნა ვსევოლოდ ჩაპლინმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics