|
2017-02-14 10:33:20, 1190 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს „ზღაპრებს“ უწოდებს
მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს „ზღაპრებს“ უწოდებს. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი. "ეგ არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები. რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო და ნუ იბრალებენ სხვები. ვინც გამოაქვეყნა, იმას თუ ჰქონდა, იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია - უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც, ქურდი მეუფე, მითხარით რომელი უფრო სერიოზულია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი გამოაქვეყნა. დეკანოზი არქიმანდრიტ იაკობს საპატრიარქოს კლინიკაში არსებული თაღლითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)