|
2017-02-13 18:09:53, 1426 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომლების ნაწილს მოწამვლის ვერსიის არ სჯერა
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირები და კლინიკის ფინანსური დირექტორი ესწრებოდნენ. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ნაწილი მედიასთან არ საუბრობს, ნაწილს კი, პატრიარქის მოწამვლის მცდელობის არ სჯერა. ფინანსური დირექტორის ვეფხია ოდიშარიას თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მამა გიორგის რაიმე ბოროტული ზრახვები ჰქონოდა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)