|
2017-02-13 12:29:21, 1078 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ ქონებას აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს. შენობაში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები არ აძლევენ. „ქრთამი იქნა გადახდილი დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი აქვს გასაცემი... გამოვიდეს ეს ადამიანი და გვითხრას, რომ აღარ შემიძლია მაძალებს ივანშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით თანხა და უძრავი ქონება გადასცა. ოპოზიციის მტკიცებით, ქონება, რომლის სანაცვლოდაც კომპენსაცია გაიცა ზვიად ნაზღაიძეს 2013 წლიდან აღარ ეკუთვნოდა, თუმცა ამის მიუხედავად მან კომპენსაცია მაინც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)