|
2017-02-13 12:27:46, 1056 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოდის
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, სამოქალაქო სექტორი გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციური გარანტია, რათა მან საზოგადოების პოლიტიკურ კულტურული და სოციალური პრობლემები გადმოსცეს და თავისუფალი იყოს სახელმწიფო და კომერციული გავლენისგან. „კონსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლება გარანტირებული, რომ ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისუფალი იქნება სახელმწიფო და კომერციული გავლენებისგან და რომელიც გადმოსცემს პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, ვისთვისაა მისაღები მისი გაშუქება და ვისთვის არა. ანუ პარლამენტს დაავალდებულებს, რომ შექმნან შესაბამისი კანონმდებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ეს კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა არაა კონსტიტუციური ვალდებულება და შეიძლება არ გვქონდეს ხვალ თუ ამ ან სხვა უმრავლესობას მოუნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)