|
2017-02-11 17:30:25, 1456 ნახვა
საზოგადოება
„112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა
11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 81 ქვეყანა 112-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს - „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით. „112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა, რისთვისაც „112“-მა მოქალაქეებს გააზრებული ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)