|
2017-02-11 11:19:22, 1231 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD III-ის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებებზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ENPARD III - ის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრო დახმარებას მიიღებს, საიდანაც დაახლოებით 45 მლნ ევრო საბიუჯეტოა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება. სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD III) მიმართულია როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სოფლის განვითარების მხარდაჭერისკენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)