|
2017-02-11 10:11:18, 1198 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს ტრენინგი ჩაუტარდა
შსს-ს აკადემიაში ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების დასკვნის მომზადების შესახებ პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს. სწავლება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში გაიმართა. სასწავლო კურსი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, უჩა პაპუაშვილმა გახსნეს. სწავლებაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამედიცინო მიმართულებით მომუშავე 32 თანამშრომელი მონაწილეობდა. ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა მათ სამედიცინო შემოწმების შედეგების ინტერპრეტაციისა და შესაბამისობის ხარისხის დადგენის საკითხები, დაზიანების ამოცნობისა და აღწერის ტექნიკა, სამედიცინო დასკვნის შევსებისა და ფოტოგრაფირების სპეციფიკა გააცნეს. ტრენინგის მიზანი შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება იყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)