|
2017-02-10 20:23:08, 1327 ნახვა
საზოგადოება
დაბა ქედაში 2 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 2 ეკომიგრანტ ოჯახს ქედის სოციალურ სახლში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს. მათი ცნობით, ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. ოჯახები პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებს მიეკუთვნებიან. აღნიშნულ ოჯახებზე საცხოვრებელის გადაცემით ქედის მუნიციპალიტეტში პირველი კატეგორიის ოჯახების დაკმაყოფილება დასრულდა. ზურაბ პატარაძემ ქედის სოფელ კუჭულაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს სარეცხი მანქანა გადასცა საჩუქრად. გორგაძეების 11 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი შემოდგომაზე დაეწვა. ხანძრით დაზარალებულებმა დეკემბრის თვეში მთავრობისაგან 10 000 ლარის დახმარება მიიღეს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქედაში 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)