|
2015-03-31 16:30:56, 474 ნახვა
საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი ნაირობიში UNEA-ს ბიუროს სხდომაში მონაწილეობს
კენიის რესპუბლიკაში, ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრა იმართება. როგორც "ექსპრენსიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის რანგში ესწრება. შეხვედრაზე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი ახიმ შტაინერი, რომელმაც 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამდივნოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ასევე გაიმართა ბრიფინგი მეექვსე გლობალური გარემოსდაცვითი ხედვის (GEO 6) მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. ბიურომ განიხილა გაეროს გარემოსდაცვითი ასამბელის მეორე სესიის (UNEA-2) მომზადებაში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის წვლილი. შემდგომ, თავმჯდომარემ წარადგინა ანგარიში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის ქვეკომიტეტის შეხვედრების შედეგების თაობაზე. გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის გარემოს დაცვის, წყლის და ტყის მინისტრთან ქალბატონ გრაციელა გავრილესკუსთან და ნაირობიში რუმინეთის ელჩთან ქალბატონ იულია პატაკთან. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ნაირობიში რუმინეთის ელჩი ასევე წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარეს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტში, შესაბამისად, საქართველომ და რუმინეთმა აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნის სახელით უნდა გაუწიოს კოორდინაცია UNEA-2-ის მომზადების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჩართულობას. ორმხრივი შეხვედრის დროს განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)