|
2017-02-10 14:48:35, 1164 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2-ს ვერ წაგვართმევენ“ – უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს. აქციაზე პარტიის წევრები, ორგანიზაცია „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე ისმის შეძახილები: „რუსთავი 2 ჩვენია“, „ვერ წაგვართმევთ”, “ივანიშვილო შენამდეც მოვალთ”, “დამთავრდა უშეღავათო შეტევა” და სხვა. “ჩვენ მოვედით აქ, რათა გავაგებინოთ ყველას, რომ თავისუფალ სიტყვაზე ხელის აღმართვა არ შერჩება არავის. არ დავემორჩილებით არაფორმალურ მმართველობას, ივანიშვილის რეჟიმს. აქ მყოფი თითოეული ადამიანი არის არა მხოლოდ „რუსთავი 2– ის” მხარდამჭერი, არამედ არის სიტყვის თავისუფლების დარაჯი”,– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციაზე სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების წამომადგენლები გამოდიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)