|
2017-02-09 19:34:36, 1071 ნახვა
საზოგადოება
ტელევიზიასთან მიმდინარე აქციას „ბიბლუსიდან“ და „ფრესკოდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები შეუერთდნენ
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას თსუ-ის "აუდიტორია 115"-ის სტუდენტები შემოუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის როგორც მათთვის, ისე ყველა დასაქმებული ადამიანის ტრიბუნა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე ასევე მივიდნენ "ფრესკოდან" და "ბიბლუსიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გამოშვებული ადამიანები. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მენეჯმენტი უშვებს უმძიმეს შეცდომას, რომლის გამოსწორება იქნება გვიან და რომლის შედეგები აუცილებლად აისახება ქვეყანაზე. მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან მედიაექსპერტებიც. ია დანელიას შეფასებით, ხელისუფლებას სრულიად ქართულ მედიაზე სურს კონტორლი, რათა საარჩევნო წელი გადააგოროს მისთვის სასურველი შედეგებით. მისივე განცხადებით, საზოგადოება ვასილ მაღლაფერიძეს, უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილს არ მისცემს საშუალებას ჩაკლას თავისუფალი სიტყვა და აზრი. საპროტესტო აქციაზე გამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელიც, თუმცა ისინი აქციაზე სიტყვით არ გამოსულან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)