|
2017-02-09 18:33:17, 978 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: თანხა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ხარჯავს, ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული
„თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული; მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები“,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელი პირები. შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობისა და მისი ეფექტურობის შესახებ ვრცლად ისაუბრა დავით სერგეენკომ. მან განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის სამომავლო გამოწვევებზე გააკეთა: „ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)