|
2017-02-09 14:32:13, 1148 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში კიდევ სამი სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ც. დადიანის ქ. N148-ში, გურამიშვილის გამზ. N12-ის მიმდებარედ და თოდრიას ქუჩაზე არსებულ მოედნებს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ, ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედნებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით. ცნობისთვის, 2016 წლის განმავლობაში ნაძალადევში სულ 20 სპორტული მოედანი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 466 900 ლარი გამოყო. 2017 წლის ბიუჯეტში კი მსგავსი სამუშაოებისთვის 404 550 ლარია გათვალისწინებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)