|
2017-02-09 14:19:22, 1044 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფოს თანამშრომლებმა პერსონალური მონაცემების დაცვაზე ტრენინგი გაიარეს
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი გაიარეს. სწავლებაში ცენტრალური აპარატის ყველა დეპარტამენტიდან 80-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ტრენინგზე ყურადღება პერსონალური ინფორმაციის დაცულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ისაუბრა. ლექციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სასწრაფოს თანამშრომლებმა ტრენერთან ერთად პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ცნობისთვის, სასწავლო კურსი პერსონალური მონაცემების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის შექმნას ისახავს მიზნად. ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)