|
2017-02-09 12:34:02, 1478 ნახვა
საზოგადოება
„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას გერმანიაში განაგრძობს
„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს. ამ მიზნით „ჯი-ემ-პიმ“ ახალი ხელშეკრულება გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ გააფორმა. „ომესამი“, იგივე თევზის ქონი თავისი ბრენდული დასახელებით, დამზადების სრულ ციკლს გერმანიაში გადის და საქართველოში საბოლოო პროდუქტის სახით ჩამოდის. „გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რამდენიმე მედიკამენტს მათთან ერთობლივად ვაწარმოებთ“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი-ში“. წარმოების მოცულობით, „ველტ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. “ჯი-ემ-პი“ „ველტ ფარმასთან“ ერთად გერმანიაში ნიამარინს, შუგანორმსა და რეგენიუმის სუსპენზიას აწარმოებს. "ჯი-ემ-პი" 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის და მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში "ჯი-ემ-პის" პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხისა და ფასის გამო გახდა. "ჯი-ემ-პი" პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)