|
2017-02-09 09:35:55, 1165 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. 9-10 თებერვალს ვიზიტის ფარგლებში მინისტი შეხვედრებს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხევდრას ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან გამართავს. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს. გაიმართება მინისტრის შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შეხვდება, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანს. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)