|
2017-02-08 14:21:33, 1181 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ 6 ობიექტის რეაბილიტაცია დაფინანსდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქურდიანის ქუჩის N10-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის N38-ში საერთო სარგებლობის კიბეებს რეაბილიტაცია უტარდება, მეტრეველის ქუჩის N7-ში კი მწყობრიდან გამოსული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება. დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-10 კორპუსში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი პროგრამები 80 %-ით დააფინანსა, ხოლო მოსახლეობა დარჩენილ 20%-ს იხდის. სამუშაოების საერთო ღირებულება 60 800 ლარს შეადგენს. დიდუბის რაიონის გამგეობის, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიიღება და განხილვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)