|
2017-02-08 11:39:52, 1273 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში საჯარო სამსახურიდან 4 464 ადამიანი გაათავისუფლეს
თურქეთში საჯარო სამსახურიდან 4 464 ადამიანი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში მოხდა. უწყებიდან 2 585 თანამშრომელი დაითხოვეს. გარდა ამისა, 893 ჟანდარმერიიდან, 88 კი ტელეკომპანია TRT-დან. მედიის ცნობით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2016 წლის ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი ედებათ ბრალად. შეგახსენებთ, რომ ამბოხი თურქეთში გასული წლის 15 ივლისს მოხდა. შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 100-ზე მეტი მოქალაქე მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობას მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს აკისრებს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)