00:47 - 29 May, 2026
|
2017-02-07 21:27:48, 1246 ნახვა
საზოგადოება
გორში 51 წლის მამაკაცი მოკლეს
გორში, შინდისის გზატკეცილზე, ე.წ ”უსინათლოების ბინის” ეზოში 51 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ამავე ეზოში მცხოვრები გიორგი მთიულიშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)