00:36 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 18:28:52, 1183 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე საჯარო სკოლებში პრეზენტაციები დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" დაიწყო. ამ თემაზე პირველი პრეზენტაციები ეროვნული არქივის თანამშროლებმა დღეს გორის #12 და სოფელ შინდისის საჯარო სკოლებში გამართეს. 

საგანმანათლებლო პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის 73 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობს.

პრეზენტაციების გამართვის შემდეგ პროექტში ჩართულ ყველა სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფი.  2017 წლის მაისში დაგეგმილ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას ჟიური შეაფასებს.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics