|
2017-02-07 16:06:18, 986 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და ადგილობრივების მიმართ უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება
საქართველოს სახალხო დამცველი გამყოფ ხაზზე დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრელებს. ომბუდსმენის შეფასებით, ცხინვალის რაიონში მცხოვრებლებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა, ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1978 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს, რომელიც თავდაპირველად 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში", კონკრეტულად კი ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში" აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს. ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა. ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)