|
2017-02-07 14:10:01, 1768 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხის განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მოხდება: „ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ კვალიფიციური კორპუსი მოსამართლეებისა, ახალ მოსამართლეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი სწავლის საშუალება როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება რამდენიმე წლის განმავლობაში. ადამიანებს უნდა მიეცეთ ისეთი მართლმსაჯულების საშუალება, რომელსაც 10 თვიანი კურსდამთავრებული მოსამართლე ვერ გააკეთებს. შესაბამისად, ესაა ჩვენი მიდგომა, ასევე, უვადოდო, კი ბატონო, ეს პათოსი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ ამაზე არ უნდა გადავხტეთ, უნდა გადავიდეთ, რადგან სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულება მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა. პრაქტიკულად, ჩვენს კითხვებში იკითხებოდა ქვეტექსტები და ამაზე ჩვენ არგუმენტირებული პასუხები თუნდაც საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებაში, თუნდაც ორი და სამი მოსამართლის დანიშვნასთან და მის არჩევის წესთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ, დღევანდელმა დღემ ცალსახად დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ვეტო ნამდვილად უნდა გადავლახოთ“,-განაცადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო ცვლილება და ამასთან პაკეტი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. ანა დოლიძის განმარტებით, შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი- მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, ხოლო შენიშვნების მესამე ჯგუფი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სთავაზობს ცვლილებებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას უფრო დახვეწს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)