|
2017-02-07 13:24:21, 996 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა მუშებმა საპროტესტო მსვლელობთ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს
„რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები და საქართველოს პროფესიული კავშირის წევრები თავისუფლების მოედანზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალთან საპროტესტო აქციას მართავენ. გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს მიმართეს და დახმარება სთხოვეს. „ბანკების დიქტატურას და იმ ნეოლიბერალურ, ველურ კაპიტალიზმს არ ყოფნის ეს კომპენსაცია, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვისაც აქ ხედავთ, არიან ბანკის ტყვეები. მათ აქვთ კრედიტები, ისინი თავისი ხელფასით, თავისი შრომით ემსახურებოდნენ ამ კრედიტებს, ხვალ შანსი აღარ აქვთ, რომ ეს გადასახადი გადაიხადონ, ამიტომ მათ მოუწევთ საცხოვრებლის გაყიდვა, ან ბანკი გაუყიდით. ეს არის ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის 90%-ის პრობლემა. ეს უნდა დასრულდეს საქართველოში. კაბალურია ის პირობები, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს საქართველოში აქვთ“, - განაცხადა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. მსვლელობისას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)