00:36 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 12:40:12, 1033 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

აქციაზე მყოფი გათავისუფლებული მუშები აცხადებენ, რომ  ითხოვენ სამსახურში აღდგენას და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესებას.

ამასთან, როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა და პროფესიული კავშირების წევრმა თეიმურაზ გვენეტაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული.

“დღევანდელი აქცია გაგრძელებაა იმ პროტესტის, რომელიც ქარხნიდან გათავისუფლებულ ადამიანებს უკავშირდება. რუსთავის აზოტმა  350 ადამიანი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა, ჩვენ ვითხოვთ მათ სამსახურში აღდგენას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. საპროტესტო აქციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო – დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ ერთი თვის ხელფასი მისცეს გათავისუფლებულებს, მსგავსი საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული”, – განაცხადა თეიმურაზ გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics