|
2017-02-07 10:41:18, 903 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს კომპანია BP-მ მადლობის სიგელები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისთვის, სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 74 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმთან“ და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)