|
2017-02-06 22:41:10, 873 ნახვა
სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე აბდულ სენი შარიფის შეხვდა
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჯირგაში (ბაზაზე არსებული შეხვედრის ადგილი) გაიმართა. როგორც თავდაცვის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მხარეებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო. შეხვედრის დროს გამგებელმა შარიფმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32-ე ბატალიონის მეთაურს ქარა ბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა. ორმხრივ შეხვედრას 32-ე ბატალიონის დაგეგმარების ჯგუფი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)