|
2017-02-06 16:21:14, 1371 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავა განმარტავს, პატრიარქი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება, მას საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სპეციალისტები მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ ხუთშაბათს გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)