|
2017-02-06 12:40:54, 1123 ნახვა
საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძე საინფორმაციო გამოშვებების გარდა ყველა გადაცემის შეჩერებას გეგმავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა. მაღლაფერიძის თქმით, ეს არის - მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება საინფორმაციო გამოშვებების გარდა; თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა. რაც შეეხება გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაციას, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი რამ მაუწყებელში დაგეგმილი არ არის . ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, გადაცემები 2018 წლამდე შეჩერდება. რამდენ თანამშრომელს შეეხება ოპტიმიზაცია, მაღლაფერიძის თქმით, ეს გეგმის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)