|
2017-02-06 10:16:15, 1132 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლექცია ჩაატარა
შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, შსს-ს თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. უწყების ინფორმაციით, ბრუნო ბალდუკი მსმენელებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის პრინციპებზე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კონტროლის მექანიზმებზე ესაუბრა. საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საფრანგეთის პოლიციის ატაშემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები საჯარო ლექციებს უკითხავენ. პროექტის მიზანია, სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)