|
2017-02-06 09:58:19, 1054 ნახვა
საზოგადოება
9 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
9 თებერვლის ჩათვლით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში 1 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 7 თებერვალს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, 8-9 თებერვალს კი ნალექს ელოდებიან. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე (გორი) დღესაც წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა ხვალიდან 9 თებერვლის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 6-7 თებერვალს უმეტეს რაიონში იწვიმებს. 8-9 თებერვალს კი გამოიდარებს და +15 გრადუსამდე სითბო იქნება. მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, შესაძლებელია იყოს მცირე თოვლი, ხოლო ღამით ყინვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)