|
2017-02-05 15:49:04, 1349 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული თანამშრომლები პირველად დახმარებაში გადამზადდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური სასწავლო კურსი სხვადასხვა დაზიანებისას გადაუდებელი დახმარების საკითხებს მოიცავდა. მათივე ინფორმაციით, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის მანიპულაციები მულაჟის მაგალითზე იყო ნაჩვენები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე სიმულაციურ ვარჯიშებში ჩართულიყვნენ. ტრენინგის ფარგლებში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულმა თანამშრომლებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ნახვევის გაკეთება, სისხლდენის შესაჩერებლად იმპროვიზებული ლახტის შექმნა, მოტეხილი კიდურის დაფიქსირება, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება და სხვა პირველადი დახმარების საკითხები შეისწავლეს. ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩატარდა და სამედიცინო განათლების არმქონე პირთა პირველად დახმარებაში მომზადებას ისახავს მიზნად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)