|
2017-02-05 14:29:23, 1318 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში მირიან მეფის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო
დიდ დიღომში მირიან მეფის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს. მათივე ცნობით, 47.800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი. "გარდა აღნიშნული პროექტისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ შიდა გზების გაკეთებას. გარდა ამისა, იგეგმება გამწვანების ღონისძიებები, მოიხსნება მკვეთრად დაზიანებული გზების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ამასთან, დიდ დიღომში ახალი ავტობუსებისთვის შენდება ბაზა, ასევე უახლოეს მომავალში დიდი დიღმის რეისზე ივლის ახალი ავტობუსი, რითაც გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)