|
2017-02-04 15:09:26, 1398 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია დასრულდა. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა სოლოლაკი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მოვაჭრეებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. „თუ არჩევნების წინ მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და ეუბნებოდა, ხმა მოგვეციო, ახლა რატომ იმალება, რატომ არის დამალული გადარგული ხეების უკან,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. დაზარალებულო მოვაჭრეები მათი პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებასა და სესხების გადავადებას ითხოვენ ცნობისთვის, დღეს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ დაკონტაქტებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)