|
2017-02-03 16:00:07, 1211 ნახვა
საზოგადოება
მურუსიძე არ აკონკრეტებს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომელმაც მოსამართლეებს შეტყობინება გაუგზავნა
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ შეტყობინება“,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროა, ჩემთვის ფაქტობრივად ახლა გახდა ცნობილი რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არც მოსამართლეებს არ მოუმართავს ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილები, ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ. ლევან მურუსიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)